ახალი ამბები მთავარი სამართალი

არამდგრადი და ცივი ამინდი: სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს დასავლეთ საქართველოში, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი, -ამის შესახებ “მეტრონომს” ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ხვალ დღის მეორე ნახევრიდან ყველგან გაწვიმდება. შესაბამისად, ტემპერატურა დაიკლებს.
კერძოდ, ხვალ დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 10-15 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში +8 – +13;
21 დეკემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით +8- +13;
22 დეკემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით, +5- +10;
თბილისში ხვალ უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +12 გრადუსამდე.
20 დეკმებრეს, თბილისში მოსალოდნელია +13 გრადუსამდე სითბო.
21 დეკემბერს, +11-+12 გრადუსი სითბო, ამავდროულად, ნალექი.
22 დეკემბერს +8 გრადუსი სითბო.
არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

იტვირთბა....