ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დანიშნავენ თუ არა ნარმანიას სემეკ-ის ​წევრად: პარლამენტში კენჭს მომავალ კვირას უყრიან

პრეზიდენტმა პარლამენტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) ​ წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურები წარუდგინა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს სემეკ-ის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები გუშინ წარუდგინა.

საკანონმდებლო ორგანო აღნიშნულ კანდიდატებს კენჭს სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომებზე უყრის. მათ თანამდებობებზე დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

იტვირთბა....