ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მდებარე დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს.
ლიბანის პროკურატურის ცნობით, რებეკა დიკის მკვლელობას პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რებეკა დიკის ცხედარი ლიბანის პოლიციამ ჩქაროსნულ მაგისტრალთან ახლოს, გზისპირას იპოვა. არსებული ინფორმაციით, ბრიტანელი დიპლომატი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი დაახრჩვეს.