კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი გერმანულ კონკურსში ნათია თოდუას გამარჯვებას ეხმაურება. კაჭკაჭიშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველო ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა, აქაურ მუსიკალურ შოუებში ნათია თოდუაზე ნაკლები კონკურსანტები არ გასულან.
“მართლა მიხარია და ვულოცავ ამ გოგონას გამარჯვებას, მაგრამ გაბუნიას რომ მიახტით მთლად მასეც არაა საქმე, გააჩნია სად იმარჯვებ და ქვეყანას როგორი თანამედროვე მუსიკა გააჩნია. იქ ნამდვილად უნდა მოეგო და მოიგო კიდეც! ჩვენ თუ ნაკლებად განვითარებული ქვეყანა ვართ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ გოგონაზე ნაკლები კონკურსანტები გავიდნენ ჩვენს ტელე მუსიკალურ შოუებში. მაპატიეთ და ძალიან გთხოვთ ბოღმა და შური არ დამაბრალოთ, ეგრეც არ მიჭირს,” – წერს კაჭკაჭიშვილი.
ნათია თოდუა გერმანული “ვოისის” გამარჯვებული გახდა. მან კონკურენტები ხმათა დიდი რაოდენობით დაამარცხა. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ხმების 50,10% მოიპოვა. ნათია 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა.
თოდუა ქართულ “იქს ფაქტორში” რამდენიმე წლის წინ მონაწილეობდა, სადაც ჟიურის წევრების ნაწილმა დაიწუნა. ჟიურის წევრებს შირის იყო სოფო ტოროშელიძე, რომელმაც ნათიას უთხრა, რომ მისი გამოსვლა ხელოვნური იყო, ხოლო მეორე, რომელმაც ის დაიწუნა იყო ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია.