ფოთში, მე-9 კლასელმა გოგონამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. თვითმხილველთა ცნობით, მას ნაკაწრები მაჯის არეში აღენიშნება.
“რუსთავი 2” წერს, რომ ინციდენტი, მე-11 საჯარო სკოლაში მოხდა. მომხდარის შესახებ, მან თავადვე აცნობა სკოლის მანდატურს, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
გოგონა ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ დროისთვის კი ის სახლშია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით, გოგონამ მომხდარის მიზეზად, მამასთან მცირე კონფლიქტი დაასახელა. დედა ადასტურებს რომ, ბავშვს მამასთან მცირე შელაპარაკება ჰქონდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.