უკრაინის აღმოსავლეთში დონბასში სვეტლოდარკში ქართულ ლეგიონზე საარტილერიო იერიში მიიტანეს. უკრაინაში საქართველოს საელჩოს ყოფილი პრესატაშეს ბაჩო ყორშილავას ინფორმაციით, დამბომბვის შედეგად დაშავდა ლეგიონის რვა წევრი, ზოგიერთმა მათგან კონტუზია მიიღო.
სამხედროების დაჭრას ლეგიონის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილიც ადასტურებს. მისი თქმით, საარტილერიო დაბომბვა მიზანმიმართულად ქართულ ლეგიონზე მოხდა. დაჭრილები ამ ჟამად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები.