ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მის ერაყს მის ისრაელთან სელფის გადაღების გამო მოკვლით ემუქრებიან

ლას ვეგასში, მის სამყაროს კონკურსზე, მის ერაყმა, მის ისრაელთან სელფი გადაიღო, რის გამოც მოკვლით ემუქრებიან. ამის შესახებ CNN წერს.

“ფოტოს ატვირთვიდან მეორე დღეს ჩემი ოჯახის და მის ერაყის ორგანიზატორების ზარებმა გამაღვიძა. ის მუქარები, კი, რომელსაც სოციალური ქსელებით ვიღებდი, ნამდვილად საშინელი იყო.” – განაცხადა იდანმა.

მის ერაყის ორგანიზაციამ სარა იდანს ფოტოს წაშლა მოთხოვა.

“ორგანიზატორებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ სამინისტროს მოთხოვნა იყო, ფოტო წამეშალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაცია ტიტულს ჩამომართმევდა.” – განაცხადა  იდანმა.

საქმე იმაშია, რომ ერაყი ისრაელს არ აღიარებს.  სელფის გამო კი მის ერაყმა ბოდიში მოიხადა, თუმცა იდანს სელფი არ წაუშლია, რასაც მკვლელობის მუქარები მოჰყვა.

სარას ოჯახი იძულებული გახდა, ერაყი დაეტოვებინა. CNN-ის ცნობით, სარა იდანს მოქალაქეობის წართმევითაც დაემუქრნენ, თუმცა ჯერჯერობით, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს – ერაყის და აშშ-ის.

2017 წელს ერაყმა თავისი წარმომადგენელი მის სამყაროს კონკურსზე 45-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაუშვა. სარა იდანის ბიკინებში გამოჩენამ ლას-ვეგასის სცენაზე ერაყის მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მის ისრაელთან გადაღებულმა სელფმა ბიკინების გამო ატეხილი აურზაური სრულად გადაფარა.

იტვირთბა....