ახალი ამბები მთავარი სამართალი

მამულაშვილი “მეტრონომთან”: როგორია დაჭრილი ქართველი ლეგიონერების ჯამრთელობის მდგომარეობა

უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ დაჭრილი ქართველი სამხედროების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში,  ქართულ ლეგიონზე,  რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ქართველების სამხედრო ბაზა დაბომბა.

საარტილერიო იერიში რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. დაშავებული რვავე  სამხედრო ქართველია. მამულაშვილის თქმით, რამდენიმე დაჭრილს კანტუზია ჰქონდა, თუმცა ახლა მათი მდგომარეობა უკეთესია. მისი თქმით, საარტილერიო დაბომბვა მიზანმიმართულად ქართულ ლეგიონზე მოხდა. დაჭრილები ამ ჟამად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ,  უკრაინაში, ქართველების სამხედრო ბაზაზე ტავდასხმა მოხდა. რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ქართველების სამხედრო ბაზა დაბომბა.

იტვირთბა....