ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბირჟა მაფიას” წევრი: „მოხარული ვარ, რომ გამოძიებამ ჩემი უდანაშაულობა დაადასტურა”

„მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, გამოძიებამ დაადასტურა ჩემი უდანაშაულობა”- ამის შესახებ “ბირჟა მაფიას” ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ქებურიამ განაცხადა.

ის პროკურატურამ უდანაშაულოდ სცნო და მისი საქმე დახურა. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, გიორგი ქებურიას დაკავების საქმეში ცალკეული პოლიციის თანამშრომელთა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, გამოძიებამ დაადასტურა ჩემი უდანაშაულობა მტკიცებულებებით და იმედს ვიტოვებ, რომ მიშკა მგალობლიშვილის შემთხვევაშიც, საქმე იგივენაირად დასრულდება,“ – განაცხადა გიორგი ქებურიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპჯგუფის, Birja Mafia-სწევრების, გიორგი ქებურიას და მიხეილ მგალობლიშვილის წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს „ბირჟა მაფიას“ ორი წევრი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.”ბირჟა მაფიას” წევრები წარდგენილ ბრალს არ იზიარებდნენ და დაკავებას მათ ახალ კლიპს უკავშირებდენ, სადაც პოლიციელი არის გაშარჟებული.

იტვირთბა....