ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩუგოშვილი: კვირიკაშვილის გადადგომაზე საუბარი აბსურდია

ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გავრცელებულ ინფორმაციას,  რომ შესაძლოა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგეს აბსურდს უწოდებს. ჩუგოშვილი უარყოფს, რომ  “ქართული ოცნების” შიგნით ახალი ფრაქციების ჩამოყალიბება რაიმე დაპირისპირების შედეგია და გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობი) შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.

“ამ ორ ფაქტს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.  ფრაქციების შემადგენლობასა და იმ ისტორიას შორის, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ეთერებით ვიხილეთ. ფრაქციების დაშლა ემსახურება მხოლოდ საორგანიზაციო და მენეჯმენტურ მიზნებს და არანაირი პოლიტიკური დატვირთვა ამას არ აქვს”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) 12 დეკემბერს, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების წევრებთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ. გაჩეჩილაძეს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა “სიტროენ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა სპორტის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიები და მის მიერ მოგებული ტენდერები დაასახელა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძეს მოუწოდა სასამართლოს მიმართოს. თუ დამტკიცდება, რომ ხეჩიკაშვილის მიერ ჩატარებული ტენდერები არასამართლიანი იყო, პრემიერი მზად არის თანამდებობა დატოვოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

იტვირთბა....