პაკისტანში ქალაქ კვეტას ეკლესიაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ორი თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე 8 დამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 42 ადამიანი დაიჭრა.
პაკისტანელ სამართალდამცველებს ტერაქტის ტერიტორია ალყაში აქვთ მოქცეული და პატრულირებენ.
ბელუჯისტანის შტატის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმაში 2 ტერორისტი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი ეკლესიაში შესვლამდე მოკლეს, მეორემ კი ტაძარში შეღწევა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება მოახერხა.