ახალი ამბები მთავარი სპორტი

კიდევ ერთი ოქროს მედალი: მსოფლიოს მასტერსის გამარჯვებული ვარლამ ლიპარტელიანია

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო მასტერსის გამარჯვებულია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტურნირზე გადამწყვეტ შეხვედრაში ჰოლანდიელი, რეიტინგის პირველი ნომერი, მიხაელ კორელი დაამარცხა.

ევროპის სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის მედლის მფლობელი ლიპარტელიანი მიმდინარე წელს, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე დაასრულებს.

რამდენიმე წუთში საქართველოს დელეგაციას მესამე ოქროს მედლის მოპოვების შანსი ექნება. მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ბრაზილიელ დევიდ მოურას.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ამ ტურნირში ასპარეზი ბექა ღვინიაშილმა ტრიუმფით დაასრულა.

იტვირთბა....