ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პაკისტანში ქრისტიანულ ტაძარში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში არსებულ ქრისტიანულ ტაძარში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 42 დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბომბის დეტონაციისას ტაძარში 400 ადამიანი იმყოფებოდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტაძართან ორი თვითმკვლელი ტერორისტი მივიდა. ერთ-ერთ მათგანს შესასვლელშივე ესროლეს, ხოლო მეორემ შესვლა და თავის აფეთქება მოახერხა.

შემთხვევის ადგილას პოლიცია და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვირაობით ტაძარს იცავენ ხოლმე, ვინაიდან მას ისლამისტები ხშირად ესხმიან თავს.

იტვირთბა....