ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთში დაკარგულ მე-12 კლასელის გაუჩინარებაზე ახალი დეტალები ცნობილი ხდება

ქობულეთში გაუჩინარებული 17 წლის მოზარდზე ოჯახის წევრები ახალ ვერსიაზე საუბრობენ.

გოგი დოლიძის დედა აცხადებს, რომ არასრულწლოვანი შესაძლოა ძალადობის მსხვერპლია და გამოძიებამ სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს.

დოლიძის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე არასრულწლოვანი სახლში ნასვამ მდგომარეობაში ნაცემი მივიდა. ოჯახმა არ იცის ვისთან მოუვიდა მოზარდ დაპირისპირება, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ 2 დეკემბრის ინციდენტი მის დაკარგვასთან რაიმე კავშირში იყოს.

დოლიძე სოფელ ბობოყვათში ცხოვრობს, იგი სახლიდან 7 დეკემბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

„შესაძლებელია, რომ ფიზიკური დაზიანება მიაყენეს, ან დააშინეს და გაუჩინარდა, ამ ყველაფერს აარიდა თავი“, – აცხადებს გოგი დოლიძის დედა.

შეგახსენებთ, რომ 17 წლის მოზარდი ქობულეთში ოჯახის ინფორმაციით, 7 დეკმებერს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

იტვირთბა....