ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: მხარდამჭერებისგან ფინანსური დახმარება მჭირდება

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას მხარდამჭერებისგან ფინანსური დახმარება სჭირდება.

ამის შესახებ ის Facebook-ის გვერდზე წერს.

“ჩვენ ნამდვილად გვჭირდება თანხა, მაგრამ არა ოლიგარქებისგან, არამედ უბრალო მხარდამჭერებისგან, რომლებსაც ქვეყანაში სიტუაციის შეცვლა სურთ”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს კიევის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა არ განუსაზღვრა. მოსამართლემ აღკვეთის ყველანაირი ღონისძიებისგან სააკაშვილი გაათავისუფლა. უკრაინის გენერალური პრკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს.

იტვირთბა....