aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2018 წლიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქში ჩატარდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ქალაქის პირობებში ჩატარდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა 2018 წლის პირველი ნახევრიდან იგეგმება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქალაქის პირობებში ჩატარების პროექტზე. აღნიშნული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს.

ამ მიმართულებით დაგეგმილია სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. გარდა ამისა, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც პრაქტიკული გამოცდისთვის საჭირო ადგილების და მარშრუტების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ.

მოსახლეობას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისთვის შერჩეული ადგილების შესახებ, ასევე პრაქტიკული გამოცდის პროცედურების თაობაზე. მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალ წესზე გადასვლა დაგეგმილია 2018 წლის პირველი ნახევრიდან“, – აცხადებენ შსს-ში.

იტვირთბა....