ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის რაიონული გამგეობები საახალწლო ნობათის შესაძენად 510 000 ლარს დახარჯავენ

საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ თბილისის რაიონული გამგეობები საახალწლო ნობათის შესაძენად 510 000 ლარს დახარჯავენ.

ლილე ლიპარტელიანმა, თბილისის ბიუჯეტის დასამტკიცებლად მისულ კახი კალაძეს კითხვით მიმართა: რამდენად ეთანხმება იმას, რომ საახალწლო განათების შესაძენად მერიამ 3 მილიონზე მეტი დახარჯა, სოციალურად დაუცველებისთვის კი საახალწლო პროდუქტზე მხოლოდ ნახევარი მილიონი იხარჯება.

“მაინტერესებს რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ საახალწლო ნუგბარში მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია ასეთი მწირი თანხა. ამით უნდა შეხვდეს ამდენი მოქალაქე ახალ წელს? ასევე – 15 000 ბენეფიციარი თუნდაც ამ შემადგენლობის საახალწლო ნუგბარს ვერ მიიღებს”,- განაცხადა ლიპარტელიანმა.

საკრებულოში თბილისის 2018 წლის ბიუჯეტზე მსჯელობენ. სხდომას კახი კალაძეც ესწრება. მომავალი წლის ბიუჯეტი 861 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ბიუჯეტს 60 მილიონით აღემატება.

იტვირთბა....