aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მომსახურების სააგენტოს მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს, ამის შესახებ ვიცეპრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მარიანა მორგოშიამ დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, PMC პროფესიონალური პროგრამა, პროექტების მართვის მიმართულებით და მიღებული აქვს სამაგისტრო სერტიფიკატი. 2007 წელს მან დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, მენეჯმენტის განხრით.
მარიანა მორგოშია 2000-2003 წლებში DFID მენეჯმენტის სკოლაში სწავლობდა, ხოლო 2002 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტი (ინგლისური ენა), ბაკალავრის კვალიფიკაციით.

იგი 2017 წლის აპრილიდან  დღემდე სსიპ-ის – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. იგი 2013-2014 წლებში ასსეკო ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული და პროცესების ავტომატიზაციის მიმართულების უფროსად მუშაობდა, 2011–2014 წლებში – სამშენებლო კომპანია NCC-ის ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2008–2011 წლებში კი სს ბანკი „რესპუბლიკა-Societe Generale Group“-ის პროექტების მენეჯერი იყო.

 

 

 

იტვირთბა....