თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე მდებარე საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ოფისი გაქურდეს. თვითმხილველთა ცნობით, წაღებულია თანხა, ტექნიკა, კომპიუტერები და სხვა ნივთები.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.