საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის დირექტორი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული მუნიციპალიტეტის კუთვნილი საგზაო ტექნიკით – გრეიდერით სარგებლობის სანაცვლოდ, ფიზიკურ პირს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, უკანონოდ გამოართვა 2 000 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.