aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სამშენებლო ობიექტზე ერთი მუშა გარდაიცვალა, მეორე მოტეხილობებით გადაიყვანეს: თბილისის მერიის განცხადება

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში მუშის დაღუპვისთან დაკავშირებით, თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს:

“ზედამხედველობის სამსახური ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტს შეისწავლის

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტს შეისწავლის. შემთხვევის ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი იმყოფებოდა.

ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „დეკო“ აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე რომელიც საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ” – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დღეს ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იტვირთბა....