პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს უყარეს კენჭი,რომელიც პირველი მოსმენითაა მიღებული, თუმცა ამ დრომდე სადავო რჩება მე-18 მუხლი რომელიც პერსონალურ მონაცემებს ეხება.
მოქმედი რედაქციით ადამიანს აქვს უფლება რომ კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო ინფორმაციას თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას ან სხვა პირის კომერციულ, პროფესიულ ან პირად მონაცემებს.
იუსტიციის სამინისტრო ითხოვს ოთხივე კომპონენტის არეალის გაზრდას, რასაც არ ეთანხმება, მმართველი გუნდის ერთი ნაწილი, ხოლო მეორე ნაწილი წულუკიანის უწყებას უჭერს მხარს.
პარლამენტის თავმჯდომარე და იურიდიული კომიტეტი ითხოს, რომ იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინოს დამატებითი არგუმენტები, შესაბამისად გადაწყვეტილებას მეორე მოსმენისთ მიიღებენ.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ. უქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა. გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პარტიები მიიღებენ.
ახალი პროექტის თანახმად, იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე-16 მუხლი. ასევე ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით.
2024 წელს კი პრეზიდენტს ხმოსნების ნაცვლად, საარჩევნო კოლეგია აირჩევს.