ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საახალწლო დღეებში გარევაჭრობა სპეციალურ ადგილებში იქნება ნებადართული

საახალწლო დღეებში – 18 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისში გარევაჭრობა სპეციალურ ადგილებში იქნება ნებადართული. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

აღნიშნულ პერიოდში გარევაჭრობა ნებადართული იქნება შემდეგ ადგილებში:

გლდანი-ნაძალადევის რაიონი

• მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია; მარატ ნოზაძის ქუჩა;
• მუხიანი: დუმბაძის გამზ. II მრ.რ;
• თემქა: ყოფილი V სამშობიაროს მიმდებარედ;
• გურამიშვილის გამზირი;

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი

• დინამოს ბაზის მიმდებარედ: პაიჭაძის და მიქელაძის ქუჩების კვეთა;
• დიდუბის მეტროს მიმდებარედ (ოკრიბა-გრაფიკულად): ტრანსპორტის ქუჩა;
• დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ: წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდლის ქუჩები;

ვაკე-საბურთალოს რაიონი

• დელისის მეტროს მიმდებარედ;
• მეტრო ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ;
• ყოფილი საბურთალოს ბაზრის მიმდებარედ – შარტავას ქ;
• სპორტის სასახლის მიმდებარედ;

ისანი-სამგორის რაიონი

• ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ: მეველეს ქუჩა;
• ვაზისუბანი: I მრ.რ. 12-ე კორპუსის მიმდებარედ;
• ვაზისუბანი: ვ კუპრაძის ქუჩა, N10;
• მეტრო ვარკეთილის მიმდებარედ: ჯავახეთის ქუჩა.

იტვირთბა....