ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

კომპანია „კასტა“ კვიპროსში ,,კრონოშპანის’’ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო

ავეჯის მასალების მწარმოებელი კომპანია „კასტა“ კვიპროსში  ,,კრონოშპანის’’ საერთაშორისო ფორუმს დაესწრო. ფორუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დილერები ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი ამ კომპანიის მიერ წარმოებული ახალი  მასალის პროდუქცია იყო, რომელიც გაყიდვაში 2018-წლიდან უნდა ჩაეშვას.

 

 

საქართველოში ამ ახალ პროდუქციას სწორედ კომპანია „კასტა“ იანვრის ბოლოს შემოიტანს. ახალი მასალა ძველისგან უფრო ორიგინალური და განსხვავებული გახდება.   ,,კრონოშპანმა’’ გადაწყვიტა, რომ მომხმარებლებს განსხვავებული ფერები შესთავაზოს და მუქი ფერადით შეცვალოს. კომპანია „კასტა“ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ,კრონოშპანის” მასალის ერთადერთი დილერია.

 

 

„კასტა“ ავეჯის მასალების ბაზარზე საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც უპირატესობას  ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის  ავეჯის მასალაზე აკეთებს.

კომპანია ,,კასტა“ 2007 წელს დაარსდა და მის ძირითად საქმიანობას ლამინირებული მერქან ბურბუშელოვანი (დსპ) და მერქანბოჭკოვანი (მდფ) ფილების იმპორტი, ჭრა და რეალიზაცია წარმოადგენდა.

2013 წელს გაფორმდა ხელშეკრულება ავეჯის მასალების წამყვან ევროპულ ბრენდ ,,კრონოშპანთან’’. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ძირითადი მიზანი ბაზარზე ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი მასალის შემოტანა იყო. კომპანიისადმი დაინტერესება გაიზარდა იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მუშაობენ: საბავშვო ბაღების, სკოლების, უნივერსიტეტების და სამედიცინო დაწესებულებების ავეჯის დამზადებაზე.

 

რაც შეეხება ,,კრონოშპანს“, რომელსაც „კასტა“ უპირატესობას ანიჭებს, ეს არის  მერქან ბურბუშელოვანი ფილა (დსპ), მერქან ბოჭკოვანი ფილა (მდფ), HDF (მაღალი დაპრესის ფილა)  OSB და აშშ… ის  საავეჯე მასალად გამოიყენება.

,,კრონოშპანის“ მასალა თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. ამ მასალისგან დამზადებული ავეჯის უპირატესობა შემდეგია: ადვილად მუშავდება,  მტკიცეა, ნესტგამძლეა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

,,კრონოშპანის“ პირველი ქარხანა 1897 წელს ავსტრიაში გაიხსნა. მას შემდეგ კომპანიამ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში 49 ქარხანა გახსნა.

იტვირთბა....