ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში, პაციენტის მუცელში 25 წლის წინ ოპერაციისას ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს

საქართველოში, პაციენტის მუცელში 25 წლის წინ ოპერაციისას ჩატოვებული პინცეტი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ნათია ჭკუასელი სოციალურ ქსელში წერს:

„ეს პინცეტი 25 წელი იყო პაციენტის მუცელში. მარკერი ზომის შედარებისთვის დევს.

ქალს ამზადებდნენ სიმსივნის ოპერაციისთვის. გაუშვეს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე. აპარატი კინაღამ აფეთქდა! იქვე იგრძნო პაციენტმა მწვავე ტკივილი. გაუშვეს კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, სადაც გამოჩნდა კიდეც. ინსტრუმენტი ბადექონში იყო გახვეული. 25 წლის წინ ნაღვლის ბუშტი ამოაჭრეს იმ ქალს.

დღეს იპოვა ლაპარასკოპიული ოპერაციისას ჩემმა მეგობარმა, ქირურგმა-გინეკოლოგმა ირაკლი თოდუამ“ – წერს ნათია ჭკუასელი.

იტვირთბა....