ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი არ არის-ლუცენკო

უკრაინის გენერალური პროკურატურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში  ეჭვმიტანილი არ არის, – ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანია ZIK-ის ეთერში გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი არ არის ეჭვმიტანილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ამ მცდელობის დაფინანსებაში. ამაში ეჭვმიტანილია მისი მარჯვენა ხელი სევერიონ დანგაძე. თავად სააკაშვილი ეჭვმიტანილია მხოლოდ კურჩენკო-იანუკოვიჩის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების ხელშეწყობაში“, – აღნიშნა ლუცენკომ.

საქმის გამოძიებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, კიევის სასამართლომ უკრაინის პროკურატურის მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.უკრაინის გენერალური პროკურორი მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა აუცილებლად გაასაჩივრებს. პროკურატურას გასაჩივრებისთვის 5 დღე აქვს.

უკრაინის პროკურატურამ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაკითხვაზე 18 დეკემბერს დაიბარა.

იტვირთბა....