ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქურდობის მცდელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცები პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებენ

ქურდობის მცდელობაში ბრალდებული მამაკაცები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტების, არაადამიანური მოპყრობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც. გუშინ კი ლევან კუპატაძე და დავით სარალიძე საბურთალოს მე-7 განყოფილებაში დაიბარეს, სადაც საგამოძიებო მოქმედების შემდეგ მათი ნების საწინააღმდეგოდ მორიგი ბიოლოგიური ნიმუშების აღება სურდათ.

„შემაგდეს პატარა მანქანაში. გაუჩერებლად მიდიოდა ცემა თავში, გვერდებში, ინსტიქტურად თავზე ხელებს ვიფარებდი. ხელები ამოიტრიალეს, ბორკილები დამადეს,“- განაცხადა დავით სარალიძემ.

ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, სამართალდამცველები მტკიცებულებების ფალსიფიცირებით გაუხსნელი საქმეების სტატისტიკის გაუმჯობესებას ცდილობენ. იურისტები შინაგან საქმეთა  ახალ მინისტრს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ.

წყარო “რუსთავი 2”

იტვირთბა....