ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლმა თურქეთიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2012 წლიდან ძებნილი, თურქეთის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ი. დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, 224-ე, 239-ე, 240-ე, 263-ე, 267-ე, 52-ე მუხლებით და 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც იძულებას, თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას, სხეულის მძიმე დაზიანებას და თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

იტვირთბა....