ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

FIFA სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მცხოვრებლებს ბილეთებს უბლოკავს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლები 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის ბილეთებს ონლაინ რეჟიმში ვერ ყიდულობენ.

ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

როგორც ოკუპირებული რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის კომიტეტის ხელმძღვანელი სერგეი ზასეევი აცხადებს, ამ სიტუაციიდან გამოსავალი მაინც არსებობს.

“ფიფას მიზანია მთელ პლანეტაზე ფეხბურთის განვითარება, სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია, ხელმისაწვდომობა, მსოფლიო მასშტაბით შეჯიბრებებზე გულშემატკივრობა, და რას ვიღებთ? – ორგანიზაცია ბილეთების გაყიდვას ბლოკავს. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებითვის არსებობს გამოსავალი. რესპუბლიკის მოსახლეობის 90%-ს ოსური მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობაც აქვს. უნდა გამოვიყენოთ ეს და ბილეთები რუსეთის მოქალაქის მონაცემებით შევიძინოთ”.

ანალოგიურ სიტუაციაში არიან აფხაზეთის და ყირიმის მცხოვრებლები. ამის შესახებ Russia Today წერს.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ინფორმაციით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 14 სექტემბერს დაიწყო.

ბილეთების ყიდვა FIFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე – fifa.com/bilet-ზე იქნება შესაძლებელი.

რეალიზაცია სამ ეტაპად მოხდება, აქედან ორი ეტაპი 2-პერიოდიანი იქნება:

I ეტაპი: I პერიოდი – 14 სექტემბერი-12 ოქტომბერი; II პერიოდი – 16-28 ნოემბერი.

II ეტაპი: I პერიოდი – 5 დეკემბერი-31 იანვარი; II პერიოდი – 13 მარტი-3 აპრილი.

III ეტაპი: 18 აპრილი-15 ივლისი.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა 2017 წლის 1 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს რუსეთის 4 ქალაქში (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ყაზანსა და სოჭში) კონფედერაციის თასი გაიმართება, სადაც კონტინენტების გამარჯვებულები და მასპინძელი ქვეყანა მიიღებენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ კონფედერაციის თასი ერთგვარი მომზადებაა მსოფლიო ჩემპიონატის წინ.

2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით კი რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

იტვირთბა....