ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი  გააცნო

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი  გააცნო, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა მინისტრს შეკითხვით მიმართა:”აპირებთ თუ არა იწამოთ ლარის სტაბილურობის?”, – ჰკითხა ხათუნა გოგორიშვილმა ფინანსთა მინისტრს.

“თქვენს ფინანსურ დეკლარაციაში თქვენი დანაზოგის დიდი ნაწილი არის აშშ დოლარში. ალბათ, თქვენ როგორც რკინიგზის ხელმძღვანელს არ გჯეროდათ ლარის გამყარების, მაგრამ როგორც ფინანსთა მინისტრი ვალდებული ხართ პირველმა იწამოთ, რომ ლარი გამყარდება და დანაზოგი გქონდეთ ლარში. აპირებთ თუ არა ამის შეცვლას?” – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა.
გოგორშვილის კითხვის პასუხად ფინანსთა სამინისტრომ დოლარში დეპოზიტების ქონა უარყო.

“ქალბატონო ხათუნა ჩემს დეკლარაციაში თუ აღმოაჩენთ, რომ ასეთი დეპოზიტი ნამდვილად მაქვს გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ ნებისმიერი საქველმოქმედო ორგანიზაცია და იქ გადავრიცხოთ ეს დეპოზიტი”, -განაცხადა ბახტაძემ.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტარებს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააცნო. მინისტრმა, ბიუჯეტის პარამეტრების გარდა, პარლამენტის სხდომაზე ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ილაპარაკა.

სხვა ამბები

აფხაზავა – თავს გამარჯვებულად ვგრძნობ, რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი

newsadmin

აფხაზავა – ჩვენს ქვეყანას ჰყავს აფხაზავა და სწორედ მის გამო უდიდესი სიამაყის გრძნობა მაქვს

newsadmin

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტუბიში გახდა

newsadmin

დუბაიში მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოებისთვის ემზადებიან

newsadmin

ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისს ეწვია

newsadmin

გვარამია – ჩემთვის ნაცები არიან ამ ხელისუფლების შესაცვლელი პლატფორმა

newsadmin
იტვირთბა....