ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მესტია-ხაიშის მთავარ მაგისტრალზე კლდე ჩამოიშალა

მესტია-ხაიშის მთავარ მაგისტრალზე კლდე ჩამოიშალა. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა, დამაკავშირებელი გზა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო და ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 74-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივ რეჟიმში.

იტვირთბა....