ახალი ამბები მთავარი სამართალი

სააკაშვილმა გირგვლიანის საქმეზე ადვოკატებზე უარი თქვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას ბოიკოტს უცხადებს. შესაბამისად, მან სასამართლო პროცესზე ადვოკატები აიცილა.  მისმა  ადვოკატებმა კიევიდან მიღებული წერილი საქალაქო სასამართლოში წაიკითხეს.

სააკაშვილის აზრით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, ასევე უკრაინაში განვითარებული მოვლენები ღიად მიუთითებს, რომ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები, მის დევნას ერთობლივი სცენარით ახდენენ.

ამის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ სამართლებრივი დავა ქართულ სასამართლოებში აზრს კარგავს.

საქალაქო სასამართლო ე.წ. შეწყალების საქმეზე მსჯელობს. გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლების გამო ედავება. პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს.

იტვირთბა....