თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იწყება. პარტია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკანონო ქმედებებს აპროტესტებს.
დღეს, საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 2 პროცესია ჩანიშნული. ერთ-ერთი პროცესი გირგვლიანის საქმეს უკავშირდება, სადაც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. სააკაშვილს ბრალად უფლებამოსილების ბოროტას გამოყენება ედება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.
მეორე საქმე იგივე ბრალდებით, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს უკავშირდება. პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.
საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.