ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სრულიად მიუღებელია, რომ ადამიანები რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, მიიხედ-მოიხედონ და კონკრეტული მიწა მიითვისონ”

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, უკანონო მშენებლობების მიმართ ყურადღება განსაკუთრებულად იქნება გამახვილებული. მისი აზრით,  დაუშვებელია, რომ ადამაინები რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, მიხედ-მოიხედონ და ქალაში მიწები უნებართვოდ მიისაკუთრონ. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება სთხოვა:

“ჩემთვის სრულიად მიუღებელია, რომ ადამიანები რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, მიიხედ-მოიხედონ და კონკრეტული მიწა მიითვისონ. ზედამხედველობის სამსახურმა არაერთი ფაქტი გამოავლონა და მე მინდა გთხოვოთ, რომ კიდევ გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა.

არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელ რაიონში იქნება. ჩვენ თუ გვინდა ქალაქის სწორი განაშენიანება, თუ გვინდა სწორი განვითარება, ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს. შესაბამისად, უკანონო მშენებლობების მიმართულებით იქნება განსაკუთრებული ყურადღება მიმართული”,-განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

იტვირთბა....