„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი, აუდიტის სამსახურს დედაქალაქის მერიის ხარჯებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. პარტიის საკრებულოს დეპუტატი, ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თბილისის მთავრობა, საახალწლო ღონისძიებებისთვის დამატებით გამოყოფილი 2 700 000 ლარიდან, ნახევარ მილიონს სარეკლამო მომსახურებაში დახარჯავს.
ის ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, ეს არაადეკვატური გადაწყვეტილებაა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქალაქის მერიას სოციალურად დაცველების გამოკვება ეძვირა და მომავალი წლიდან 13 თეთრად გამოკვება გადაწყვიტა.
„კახი კალაძე საახალწლო ღონისძიებებისთვის 2 მილიონ 700 ათასი ლარიდან 500 ათას ლარს დახარჯავს მხოლოდ სარეკლამო მომსახურებაში. მაშინ, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ლარი და 18 ეზედმეტა დედაქალაქის მერს და მომავალი წლიდან სოციალურად დაუცველებს უკვე ლარი და 13 თეთრად გამოკვებავენ. ამ დროს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯო საახალწლო ღონისძიების მხოლოდ რეკლამისთვის, მიგვაჩნია არაადეკვატურად. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მივმართავთ, ამ ბრძანების შესაბამისად დაიწყონ მოკვლევა,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.