ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

დღეს დილას, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  ქარსელაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი მისმა ახლობლებმა აღმოაჩინეს. მათი ინფორმაციით, ის დილიდან სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თინა ქარსელაძე ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორად 2009 წლიდან მუშაობდა.

 

იტვირთბა....