თბილისის მერი კახი კალაძე უფასო სასადილოების დაფინანსების შემცირებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. თბილისის მერი “ნაციონალურ მოძრაობას” სპეკულაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მენიუ არ იცვლება, ცალკეულ შემთხვევებში თითო ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხის კლება კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების სიიაფემ გამოიწვია. კალაძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით 16 მილიონ 500 ათასი ლარია გამოყოფილი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მერია დამატებით თანხებს გამოყოფს.
„ასეთი განცხადებების გაკეთება, ჩვეულებრივი სპეკულაცია და ოპოზიციის მხრიდან მორგი სიცრუეა. არანაირი ბიუჯეტი არ შემცირებულა, 16 მილიონ 500 ათასი არის სოციალური მიმართულებით, კონკრეტულად უფასო სასადილოებისთვის. ჩვენ ვეცადეთ, რომ კომპანიებს შორის კონკურენცია ყოფილიყო. აბა რა ვქნათ 3 ლარი იყოს და არ იყოს კონკურენცია კომპანიებს შორის? ეს კონკურენციის შედეგად მიღებულია. ყოველთვიურ რეჟიმში იქნება დაკვირვება, თუ რაიმე პრობლემა იქნება კვებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება დახმარება,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია შემცირებული დაფინანსების შესახებ გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჯაროვა. ლარი და 18 თეთრის ნაცვლად, რამდენიმე რაიონში ბენეფიციარის კვება ერთი თეთრით იაფდება, გლდანში კი, ღირებულება ლარი და 13-მდე ჩამოდის.