ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კვირიკაშვილმა სააკაშვილის ექსტრადიციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოსა და უკრაინას შორის სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს არ გასცდენია და პოლიტიკურ დონეზე არ განიხილება. მისი თქმით, ამ თემაზე ძალიან ბევრი სპეკულაციები მიმდინარეობს, რაც უსაფუძვლო ვარაუდებია.

“ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი გაკეთდა. ეს საკითხი არ გასცდენია სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს. მე მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია, კონსპირაციის თეორიები ამ საკითხთან დაკავშირებით. დამერწმუნეთ, ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანა უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილავი და ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე ნამდვილად არ იხილება”,-განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....