ახალი ამბები მთავარი სამართალი

პაატა ბურჭულაძე პროკურატურაშია დაბარებული

პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის,ნათია სუხიაშვილის განცხადებით,ფონდ იავნანას დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე გამოკითხვაზე დაიბარეს.პრესსამსახურის ინფორმაციით,მას დიდი რაოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე დაკითხავენ.

„საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე, 2017 წლის 13 დეკემბერს, მოწმის სახით გამოსაკითხად გამოძახებულია ააიპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანა“-ს დამფუძნებელი – პაატა ბურჭულაძე. საქმე ეხება ფონდის დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტს. უწყება პირის მოწმის სახით გამოძახების შესახებ, პაატა ბურჭულაძის ოჯახის წევრს ჩაბარდა დღეს 11 დეკემბერს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

იტვირთბა....