ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

ზოიძე: წამლებზე ფასები უნდა შემცირდეს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება. მისი თქმით, დღის წესრიგში მთავარ საკითხად წამლებზე ფასების შემცირება დგას. მისი აზრით, ასევე უნდა მოხდეს წამლების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება.

“ჯანდაცვის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება, ეს არის ფინანსურ დაცულობის კუთხით ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება. დღეს, დღის წესრიგში დგას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომი განვითარება, კერძოდ, წამლების ფასები შემცირდეს და სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს.

ასევე მოხდეს ფარმაცევტული საქმიანობის, წამლების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება. სოციალური მიმართულებით იგეგმება საპენსიო სისტემის, სოციალურ შემწეობათა სისტემის გაუმჯობესება,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანმრთელობის დაცვის სისტემის, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროების განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გამართა დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა. სტრატეგიული ხედვა 2017-2030 წლების სამოქმედო გეგმას მოიცავს.

პროექტზე მუშაობა 7 თვის განმავლობაში მიმდნარეობდა და მასში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იღებდნენ.

გეგმის ფარგებში 3 წელზე გაწერილი კონკრეტული საკანონმდებელო ინიციატივები უკვე შემუშავებულია, რომელიც როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე შრომის და სოციალური სფეროს განვითაებას ისახავს მიზნად

იტვირთბა....