ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს:
“ავიაკომპანია ვიზიეარი -ის რეისი ლონდონი-ქუთაისი W66424 ლუტონის აეროპორტში უამინდობის გამო გადაიდო და შესრულდება დღეს 11 დეკემბერს.
ლონდონიდან გამოფრინდება 11:10 სთ-ზე (ლონდონის დროით), ქუთაისში ჩამოფრენის დრო – 20:15 სთ.
ცვლილება შეეხო სხვა რეისებსაც.
11 დეკემბერს 06:35 სთ-ზე დაგეგმილი ქუთაისი-ბერლინის ავიარეისი W66407 ქუთაისიდან გაფრინდება 16:30 სთ-ზე.
ბერლინში ჩაფრენის დრო – 17:40 სთ (ბერლინის დროით)
ბერლინიდან ბორტი გამოფრინდება 11 დეკემბერს 18:10 სთ-ზე (ბერლინის დროით). ქუთაისში ჩამოფრენის დრო – 12 დეკემბერი, 01:05 სთ.
ქუთაისი-მილანის რეისი W66411 ქუთაისიდან გაფრინდება 11 დეკემბერს, 20:45 სთ-ზე. მილანში ჩაფრენის დრო – 11 დეკემბერი, 22:10 სთ (მილანის დროით).
მილანიდან რეისი W66412 გამოფრინდება 11 დეკემბერს, 22:40 სთ-ზე (მილანის დროით). ქუთაისში რეისი ჩამოფრინდებაა 12 დეკემბერს, 05:45 სთ-ზე.
ვწუხვართ, უამინდობის გამო შექმნილი დაყოვნებისათვის და სასიამოვნო ფრენას გისურვებთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მდაუკავშირდეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურს : 0431 23 70 00; 0431 23 70 01.”-ნათქვამია განცხადებაში.