„ქართული მარშის” სამი წევრი ვლადიმერ სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი და ანზორ ფორჩხიძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი კი 9 დეკემბერს თარხნიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტი გახდა.
არსებული ინფორმაციით, სადღობელაშვილი, დოლენჯაშვილი და ფორჩხიძე ღამის საათებში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ და არ დაემორჩილნენ სამართალდამცველებს, შემდეგ კი საპატრულო პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავების შემდეგ კი მათ პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, ალკოტესტის მიხედვით, ანზორ ფორჩხიძეს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა, ირაკლი დოლენჯაშვილმა და ვლადიმერ სადღობელაშვილმა ალკოტესტის ჩაბარებაზე უარი განაცხადეს. საქალაქო სასამართლომ დოლენჯაშვილი და ფორჩხიძე ადმინისტრაციული წესით 500-500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სადღობელაშვილს 12 დღე-ღამე პატიმრობა შეუფარდა.