ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

საბურთალოს ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს

თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე მაღაზია დააყაჩაღეს. თავდამსხმელმა ცივი იარაღის მუქარით თანხის წაღება მოახერხა.

ინფორმაციას “ნიუპოსტი” ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შსს არ ადასტურებს იმ ინფორმაციას, რომ ყაჩაღობის შედეგად მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიჭრა.

იტვირთბა....