აჭარაში თოვლის გამო ამ დრომდე ელექტროენერგია ხულოსა და შუახევის სოფლების უმეტესობას არ მიეწოდება.
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო გადაადგილება გართულებულია მაღალი ზონის სოფლებში, გოდერძის უღელტეხილსა და მის მიმდებარედ თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს.
წუხელ პრობლემა შეექმნათ ტურისტებსაც, რომლებიც გოდერძისკენ მიდიოდნენ.
უამინდობის გამო, ხვალ კურორტ გოდერძიზე დაგეგმილი ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნაც გადაიდო.
ამ დროისთვის, მაღალმთიან აჭარაში სკოლების ნაწილში სასწავლო პროცესი შეწყდა.