უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ადასტურებს, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, პარტია “Рух нових сил”-ის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დააკავებულია. ამის შესახებ იგი წერს Facebook-ის პირად გვერდზე.
ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დაკავეს კიევში, ოტრადნაიას ქუჩაზე.
შეგახსენებთ, პირველად ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გაავრცელა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ Facebook -ის პირად გვერდზე.