საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის არჩევის წესში ცვლილებები შევა. ახალი ინიციტივის მიხედვით, 300 ხმოსნის ნაცვლად, პრეზიდენტს ახლა უკვე 150 პარლამენტარი აირჩევს.
დღემდე არსებული პროექტით, არაპირდაპირი წესით პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევდა, რომელშიც დეპუტატებთან ერთად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, აჭარის უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნლები შედიოდნენ. თუ ცვლილება დამტკიცდება, ეს პრეროგატივა მხოლოდ პარლამენტის დეპუტატებს ექნებათ.
ახალ ინიციატივას უმაღლეს საკანონმდელო ორგანოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავენ.