ახალი ამბები მთავარი სამართალი

რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეების დაპირისპირების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო

რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეების დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. ინციდენტი ორ  თანაკლასელ ბიჭს შორის, საკლასო ოთახში დაიწყო.

დაპირისპირების მიზეზი კი მოსწავლის მხრიდან დაფაზე ხატვა გახდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა და ერთ-ერთმა მოსწავლემ მუშტის ჩარტყმის შედეგად გონება დაკარგა. ტრამვის შედეგად, მას ფილტვები გაეთიშა.  სკოლის მანდატურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.  მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოზარდი კლინიკიდან უკვე გაწერეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

 

იტვირთბა....