ახალი ამბები მთავარი სამართალი

სკოლაში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მოსწავლეს ფილტვები გაეთიშა

რუსთავის 22-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთ მოსწავლეს ფილტვები გაეთიშა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს, რის შემდეგაც მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსწავლეების ინფორმაციით, კონფლიქტი სრულიად უმიზეზოდ დაიწყო, ერთი კლასელი დაფაზე ხატავდა, მერე კი მივიდა და მას ხატვის შეწყვეტა მოსთხოვა, რასაც მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სკოლის მოსწავლეების ინფორმაციით, თანაკლასელმა ბიჭი მასწავლებლის მაგიდაზე გადააწვინა და ჩაარტყა. დარტყმის შედეგად ბავშვს ფილტვები გაეთიშა. მათი გაშველება და კონფლიქტში  ჩარევა მანდატურმა შეძლო, რომლის სწრაფი რეგირების შედეგად, ბიჭის საავადმყოფოში დროული გადაყვანა მოხდა.

სკოლის მოსწავლეების თქმით, მსგავს ქმედებებში ჩხუბის წამომწყები მაღალკლასელი ბიჭი ადრეც შეუმჩნევიათ და იგი საკუთარ თანაკლასელებს ხშირად ჩაგრავდა.

„მაგ ბიჭმა შარშან სკოლაში ელექტროშოკი მოიტანა. უფრო სწორად, სულ დაჰქონდა ხოლმე.“

„დაზარალებული სასწრაფოთი გადაიყვანეს. პასუხი ჯერ არ ვიცით, ფილტვებს გააშუქებენ და გაგვაგებინებენ“, – ამბობს დაშავებულის თანაკლასელი.

ფაქტს ადასტურებს სკოლის დირექტორი ეკატერინე ცხვედაძე. მისი განცხადებით, სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს საკლასო ოთახში დაუპირისპირდნენ, რა დროსაც სკოლის მანდატურმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. დირექტორის თქმით მომხდარზე ძიება არ დაწყებულა, რადგან სამართალდამცავებმა ინციდენტი უმნიშვნელოდ მიიჩნიეს.

როგორც ცნობილია, დღეს შემთხვევა მოხდა რუსთავის მე-18 სკოლაშიც. მოსწავლეს მანდატურმა ექლექტროშოკის აპარატი აღმოუჩინა.

წყარო:”EDU.ARIS.GE”

იტვირთბა....