ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სახალხო დამცველის აპარატში ფემიციდის საკითხებზე საბჭო შეიქმნა

სახალხო დამცველის ინიციატივით, ფემიციდზე ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, საბჭოში წევრები არიან: თავად აპარატის წარმომადგენლები, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

საბჭო თავისი საქმიანობის ფარგლებში გააანალიზებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რათა შეფასდეს ფემიციდის პრობლემის რეალური მასშტაბები, გამოყენებული დაცვისა და პრევენციის ღონისძიებები და პრობლემის სახელდებისას არსებული ხარვეზები.

ამასთან, შეისწავლის სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ არსებულ ინფორმაციას და სტატისტიკურ მონაცემებს.

საბჭო მუშაობს უახლოეს პერიოდში შეუდგება.

უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის ვადა დღეს ეწურება.

იტვირთბა....