ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თელავის საფეხბურთო კლუბი მსაჯის გარდაცვალებაზე: თავი შეიკავეთ უსაფუძვლო ჭორების გავრცელებისგან

თელავის საფეხბურთო კლუბი ფოთში ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯის ილო ტუღუშის სავარაუდო თვითმკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ ტუღუშის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტი, მედასაშუალებებმა ირიბად თუ პირდაპირ 3 დეკემბერს, ლანჩხუთში გამართული “გურია” – “თელავის” საპასუხო საპლეიოფო შეხვედრას დაუკავშირეს, რაც უსაფუძვლო ჭორია.

“ლანჩხუთში გამართული შეხვედრა, რომელსაც ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, ჩატარდა ობიექტურად – მატჩს ემსახურებოდა ერთბაშად 6 მსაჯი, რომელთაც მაღალ დონეზე, პროფესიონალურად იმსაჯეს!
გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ სკ “თელავი” პატივს სცემს სამართლიანი თამაშის პრინციპებს და გთხოვთ, ამიერიდან ყველამ თავი შეიკავოს უსაფუძვლო ჭორების გავრცელებისგან!”, – წერია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.

მატჩების მსაჯი ილო ტუღუში სამართალდამცველებმა ჩამომხრჩვალი გუშინ იპოვეს. ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გარდაცვლილის დედა და მეუღლე ერთი თვის წინ მომხდარ ამბავს იხსენებენ და ამბობენ, რომ მათთან ოჯახში იმყოფებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, რომლებიც ილო ტუღუშს ეძებდნენ და მისგან 5000 ლარს ითხოვდნენ. ოჯახი ვარაუდობს, რომ ეს თანხა ჩაწყობილი თამაშის სანაცვლოდ მოითხოვეს – საუბარია ლანჩხუთისა და თელავის გუნდების ბოლო თამაშზე, რომელშიც ლანჩხუთის გუნდი დამარცხდა.

 

იტვირთბა....